სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:23 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ფეხბურთს ჩეზარე მალდინი დააკლდა

"მილანის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩეზარე მალდინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მალდინების ოჯახმა შუაღამე გაავრცელა.

"მილანმა" ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის კომენტარი დაწერა: "მშვიდობით ძვირფასო ჩეზარე მალდინი. დღეს მსოფლიომ დიდებული ადამიანი დაკარგა, ჩვენ კი ისტორიის ნაწილი. მოგვენატრები."

მალდინიმ კარიერის უმეტესი ნაწილი, 1954-დან 1966 წლამდე "როსონერის" რიგებში გაატარა. ჩეზარემ 4 სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა თასის გამარჯვება 1963 წელს იზეიმა. სულ მალდინიმ "მილანის" რიგებში 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. იტალიის ნაკრებში ჩეზარემ სულ 14 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ პაოლოს მამა ყოფილ კლუბს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. მან გუნდს თასების მფლობელთა თასი და იტალიის თასი მოაგებინა. წლების განმავლობაში მალდინი იტალიის 21-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.131952