კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს მარცხი სწავლებისთვის შესაძლოა ღირებული აღმოჩნდეს.
"რეალს" ყავს ფეხბურთელები, რომლლებიც დაცვაში ეფექტურად მოქმედებდნენ. პირველ ნახევარში უფრო ბევრ მომენტს ვქმნიდით, მეორე 45 წუთში კი უპირატესობა მოწინააღმდეგემ იგდო ხელთ. ბევრი მარტივად მოსაპოვებელი ბურთი დავკარგეთ.
39 მატჩში წაუგებლად იასპარეზო, ეს იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის არმოგების მცირე შანსი გაქვს. ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ და მომავალ მოწინააღმდეგეზე ვიფიქროთ. არადროს ირჩევ როდის უნდა წააგო. ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, ჩემთვის ეს მატჩი ისტორიაში შევიდა." - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი.