იტალიის სერია A-ში ტურინის “იუვენტუსმა” XXXI ტურის შემდეგ ლიდერობა განიმტკიცა და “ნაპოლის” 6 ქულით გაასწრო. ტურინელებმა შინ “ემპოლის” მინიმალური ანგარიშით აჯობეს. ტურის საწყის მატჩში კი “სასუოლომ”, რომელიც სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, დებიუტანტი “კარპი” მისსავე მოედანზე დაამარცხა.
“იუვეს” მოკრძალებულ “ემპოლისთან” შინ განსაკუთრებულად ფეერიულად არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და შესაბამისად თამაშის ხარსიხზე საუბარი ახლა მეორეხარისხოვანია. “ბებერმა ქალბატონის” გამარჯვება დიდწილად პოლ პოგბას დამსახურებაა, ვინც მოედანზე უდავოდ საუკეთესო გახლდათ. სწორედ ფრანგის აქტიურობის შედეგად გავიდა მატჩის ერთადერთი გოლი. 44-ე წუთზე, პოგბამ ჩინებული გადაცემა მარიო მანჯუკიჩს გაუკეთა და ხორვატმაც თავით, ჩვეულ სტილში ჩინებულად დაარყა – 1:0. მეორე ტაიმში უფრო დუნე თამაში იყო, ვიდრე პირველში და გოლი არც გასულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “ნაპოლისთან” უპირატესობა გაზარდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ნეაპოლიტანელები 31-ე ტურის მატჩს კვირას გამართავენ.
დღის და მთლიანად ტურის საწყის შეხვედრაში კი “სასუოლომ” “კარპი” ზედმეტი პრობლემების გარეშე დაჯაბნა – 3:1. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები წარმატებულა ასპარეზობას განაგრძობენ და ახლა ევროპა ლიგაზე გასვლის რეალური შანსი მართლაც გააჩნიათ. “კარპი” კი კვლავაც გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია.
"კარპი" - "სასუოლო" 1:3 (1:2)
მოდენა, "ბრალია"
მაყურებელი: 9 000
"კარპი" (4-4-1-1): ბელეკი; ლეტიცია, პოლი, გალიოლო, რომანიოლი; კოფიე, პორკარი (ლასანია 46), ბიანკო, პაშიუტი; დი გაუდიო (ვერდი 63), მანკოსუ (დე გუზმანი 78)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი (კანავარო 67); მანიანელი, ბიონდინი (პელეგრინი 84), დანკანი; ბერარდი (პოლიტანო 80), სანსონე, დეფრელი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 სანსონე (4), 1:1 გალიოლო (25), 1:1 დეფრელი (36), 1:3 აჩერბი (73)
გაფრთხილება: გალიოლო (21), ბიანკო (40), ვერდი (89) - მანიანელი (24), ვრსალიკო (55), სანსონე (75)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (1) - 8 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
"იუვენტუსი" - "ემპოლი" 1:0 (1:0)
ტურინი, "იუვენტუს სთედიუმი"
მაყურებელი: 38 000
"იუვენტუსი" (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბარძალი, კიელინი (კუადრადო 54); ლიხშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, პერეირა (ასამოა 81), ევრა; მორატა, მანჯუკიჩი (ძაძა 66)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
"ემპოლი" (4-3-1-2): სკორუპსკი; ბიტანტე, კოსტა, ტონელი, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი (კროჩე 54); საპონარა (პიუ 60); მაკარონე (კრუნიჩი 75), პუჩიარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (44)
გაფრთხილება: ლიხშტაინერი (45), ძაძა (67) - პარედესი (54), toneli (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 7 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 8:0
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე