"ლივერულის" თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე ერთი თვის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. როგორც The Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო შეკრების დროს მიიღო.
ბენტეკემ მიმდინარე სეზონში "მერსისაიდელთა" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი, 5-ჯერ კი თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.