რაგბი

16:08 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირის რიგგარეშე ყრილობა გადაიდო

დღეს, “ქორთიარდ მერიოტში” დანიშნული საქართველოს რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო ყრილობა, რომელზეც სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტის წარდგენა-დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო.

რაგბის კავშირის გამგეობის განცხადების თანახმად, ყრილობაზე სრკ-ს 37 ნამდვილი წევრიდან, ხოლოდ 15 წევრის წარმომადგენელი გამოცხადდა, შესაბამისად ქვორუმი არ შედგა და ეს გახდა ყრილობის გადადების მიზეზი.

ყრილობის ჩატარების თარიღად 22 აპრილი გამოცხადდა.

0.132288