ფეხბურთი

1:00 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა “ირტიშის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გოგიტა გოგუა ყაზახური “ირტიშის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას გუშინ “ირტიშის” ვარჯიშის დაწყებამდე გადასცეს პრიზი. გოგუა თებერვლის ბოლოს გორის “დილადან” გადავიდა ყაზახურ კლუბში და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ პავლოდარელებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს.
გამოკითხვა “ირტიშის” გულშემატკივართა შორის ჩატარდა და როგორც კლუბის საიტი წერს, ქართველმა ნახევარმცველმა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო.

0.11741