ფეხბურთი

21:47 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია Four  Four Two-მ აღიარა

ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ მარტის თვის ხუთი რჩეული მწვრთნელი დაასახელა და მათ შორის, თემურ ქეცბაიაც მოხვდა. ჟურნალს ნაგულისხმევი აქვს შედეგები და ქეცბაიას რომ აპოელ-ში ეს არ დაეწუნება, გეცოდინებათ: მისმა გუნდმა ზედიზედ 12 მატჩი მოიგო.

1.ლუის ენრიკე (ბარსელონა), 2. ლორან ბლანი (პსჟ), 3. მიოდრაგ ბოჟოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), 4. თემურ ქეცბაია (აპოელი), 5. ბარაკ ბახარი (ჰაპოელ ბეერ-შევა).

ჩემპიონატში ზედიზედ მოგებების მიხედვით, უნიკალური შედეგი აქვს ბოჟოვიჩს – ზედიზედ 24 გამარჯვება. მეორეზე ქეცბაიაა (12), ხოლო მესამეზე ჩეხური “პლზენის” თავკაცი კარელ კრეიჩი.

0.118848