მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის მოგება კიდევ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტი კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესია.
"რონალდუს უნდა კიდევ ერთხელ გახდეს საუკეთესო მსოფლიოში. ეს მისთვის მოტივაციაა და ცდილობს საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. მას და მესის შორის ბრძოლაა გაჩაღებული და ძნელი გამოსაცნობია თუ რომელი გაიმარჯვებს.
ოქროს ბურთის კანდიდატები კიდევ გვყავს. შესაძლოა ეს ნეიმარი იყოს, ან ლუის სუარესი, ან ხამეს როდრიგესი. ყველა მაღალი დონის მოთამაშეა, არგენტინელი და პორტუგალიელი კი ფავორიტები არიან." - ციტირებს goal-ი იტალიელის სიტყვებს.