მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბარსელონასთან" გასამართი მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგმა სპეციალისტმა "ელ კლასიკოსთვის" შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი
მცველები: პეპე, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, დანილო
ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, ბეილი, კასემირო, მოდრიჩი, ისკო
თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ვასკესი, ხესე
პრიმერადივიზიონის 31-ე ტურის მატჩში ლუის ენრიკეს და ზინედინ ზიდანის გუნდების დაპირისპირება 2 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" პირველ ადგილზე 76 ქულით იმყოფება და "რეალს" 10 ქულით უსწრებს.