ფეხბურთი

19:43 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძემ ტაშკენტში გაიტანა

ტაშკენტის "ლოკომოტივმა" უზბეკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში 4:0 მოუგო ფერგანას "ნეფთჩის" და ერთი გოლი კახა მახარაძემ მიითვალა. ქართველმა ნახევარმცველმა 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, მახარაძე ტაშკენტის "ფახთაქორში" იყო და იანვარში გადავიდა "ლოკომოტივში". კახას გუნდს სამ ტურში სამივე მოგება აქვს და ამავდროულად, აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც გამოდის.

0.120401