ფეხბურთი

17:01 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის გოლი Eurosport-ის საუკეთესო ხუთეულში მესამეა (+VIDEO)

Eurosport-მა გასულ სანაკრებო ამხანაგურ მატჩებში გატანილი 5 საუკეთესო გოლი შეარჩია და მათ შორის, თორნიკე ოქრიაშვილის გატანილიც მოხვდა. როგორც იცით, ოქრიაშვილმა საქართველო-ყაზახეთის (1:1) შეხვედრაში 38-ე წუთზე გამოიჩინა თავი. უჩა ლობჟანიძემ დაბალი პასი გააკეთა, გიორგი ჭანტურიამ გაატარა და ოქრიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით შეაგდო.

თორნიკეს გოლი მესამეზე გავიდა. აქვე, ხუთეულზე გეტყვით:

5. ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი-ავსტრია – საჯარიმო დარტყმით), 4. დიმიტარ რანგელოვი (მაკედონია-ბულგარეთი - თავით), 3. თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველო-ყაზახეთი – ფეხით, საჯარიმოს მისადგომებიდან), 2. არდა თურანი (თურქეთი-ავსტრია, საჯარიმოს გარდენ თავზე გადაუგდო მეკარეს), 1. მირალემ პიანიჩი (შვეიცარია-ბოსნია – საჯარიმო დარტყმით).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10933