“მაიამის” მასტერსის ფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა, რეიტინგის მე-19 ნომერ რუს სვეტლანა კუზნეცოვას დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში კუზნეცოვამ შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკის 7:5, 6:3 აჯობა. შეხვედრა საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.
აზარენკამ კი “ავსტრალიის ღია პირველობის” მოქმედი ჩემპიონი გერმანელი ანგელიკა კერბერი 6:2, 7:5 დაამარცხა. მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ვიქტორიამ 11 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ აზარენკამ ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოიგო.
აზარენკა – კუზნეცოვოს შორის ურთერთშეხვედრებში ანგარიში 4:4-ია. ფინალი 3 აპრილს 18:00 საათზეა ჩანიშნული.