ფეხბურთი

23:40 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ტერ შტეგენს მხოლოდ 80 მილიონად დათმობს

კატალონიის "ბარსელონა" გერმანელი მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დათმობას არ აპირებს, თუმცა მზადაა ფეხბურთელი მსურველ კლუბს 80 მილიონ ევროს სანაცვლოდ მიჰყიდოს. ინფორმაციას sport.es-ი ავრცელებს.

ესპანური გრანდი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მეკარეს დიდი მომავალი აქვს. ფეხბურთელისადმი ინტერესს ინგლისური კლუბები "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იჩენენ.

"ბარსელონამ" მეკარე "გლადბახიდან" 2014 წელს 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა 20 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 24 გოლი და 5 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოასწრო.

0.101828