ჩოგბურთი

0:50 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ირჯება ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მერვედფინალში რუს ვალერია პოგრებნიაკს 6:2, 6:0 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც პირველი რეიტინგის მქონე სლოვენიელ ნასტია კოლარს გაეჯიბრება.

საინტერესოა, რომ წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე სწორედ კოლართან გახლავთ შეამხანაგებული და ამ ტანდემს მე-2 განთესვა გააჩნია.

მარიამმა და ნასტიამ მე-2 წრეში იტალიელ პროკაჩის და ავსტრალიელ ვალტერსს 6:0, 6:2 მოუგეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც რუსებს – იფიდზენს და სკრიაბინას ეთამაშებიან.

0.120257