ფეხბურთი

21:07 | 31.03.2016 | ნანახია 958 - ჯერ

მატიე 6-დან 8 კვირამდე იუქმებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერემი მატიემ მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ლაზარეთში 6-დან 8 კვირამდე მოუწევს ყოფნა. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

32 წლის მოთამაშემ ტრავმა საფრანგეთის და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების დროს მიიღო. მატიესთვის სეზონი თითქმის დასრულებულია. ლა ლიგა 15 მაისს მთავრდება და დიდი ალბათობით ბოლო ტურში შეიძლება ფრანგმა ვერ ითამაშოს. თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, 28 მაისს ჟერემის "სან სიროზე" თამაშის შანსი ექნება. აგრეთვე ევრო 2016-ზე მცველმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.

მიმდინარე სეზონში მატიემ 31 მატჩი ჩაატარა და ტავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:33 | 01.04.2016
პინტურიჩიო10 (12662)

უდიდესი დანაკლისი

03:30 | 01.04.2016
zaza1980 (1153)

აუ ეს რა ბურჯი გამოგვეცალა

22:43 | 31.03.2016
BATIGOLI 9. (4375)

უშანსოდ დავრჩით რეალთან

22:30 | 31.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

22:23 | 31.03.2016
M.U2015 (19400)

მადრიდის 1 კლუბს ძაან კაი შანსები აქ ბარსა რო გაიაროს ლიგაზე

22:22 | 31.03.2016
M.U2015 (19400)

21:21 | 31.03.2016
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

0.133705