ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ "დნიპრო", ბაქოს "ინტერი" და "ტარგო მურეში" სამი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა. აღნიშნულმა კლუბებმა სასჯელი ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის მიიღეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინული, აზერბაიჯანული და რუმინული კლუბები მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ევროპა ლიგასა და ჩამპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. უეფა გადაწყვეტილების დეტალებს მომავალ კვირაში გამოამზეურებს.