ავტოსპორტი

17:32 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ბაჰრეინს გამოტოვებს

„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ბაჰრეინის დიდ პრიზზე არ იასპარეზებს ფერნანდო ალონსო, რომელსაც FIA-ს სამედიცინო კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, დასვენების რეკომენდაცია მისცეს. ესპანელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მელბურნის რბოლისას მძიმე ავარია მოუვიდა მექსიკელ ესტებან გუტიერესთან და მართალია, პირველადმა შემოწმებამ ტრავმა ვერ დაუდგინა, მაგრამ ბაჰრეინში აღმოჩნდა, რომ მას ნეკნები აქვს დაზიანებული.

„ბაჰრეინის საერთაშრისო ტრეკის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ „მაკლარენ ჰონდას“ ფ1-ის მრბოლი ფერნანდო ალონსო მონაწილეობას არ მიიღებს ბაჰრეინის დიდ პრიზზე“, - ნათქვამია FIA-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იქვე ასევე აღნიშნულია, რომ ჩინური ეტაპის წინ, ალონსოს ასევე მოუწევს შემოწმება და ამის შემდეგ გადაწყდება იქ მისი გამოსვლის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის პირველი რბოლა, ავსტრალიის დიდი პრიზი, ბარსელონას წინასასეზონო ტესტებისას მომხდარ ავარიაში მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვა. მაშინ ის კევინ მაგნუსენმა შეცვალა, ამჯერად კი მისი ბოლიდის საჭეს, სერია GP2-ის ბელგიელი ჩემპიონი სტოფელ ვანდოორნი მიუჯდება, რომელიც „მაკლარენის“ სარეზერვო პილოტია. საინტერესოა, რომ ეს ამბავი ვანდოორნმა იაპონიაში გაიგო, სადაც სუპერ ფორმულას წინასასეზონო ტესტებში მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16861