თორნიკე ოქრიაშვილის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი კვირის ტოპ გოლებში მოხვდა. ინტერნეტგამოცემა 90min.com-ის ვერსიით, ქართველი შემტევის გოლს საუკეთესო გოლების ათეულში ბოლო, მე-10 ადგილი ერგო.
მოგეხსენებათ, ამ გოლის წყალობით საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, ყაზახეთთან მარცხს გადაურჩა (+VIDEO).
აღნიშნული გამოცემის ვერსიით, კვირის საუკეთესო გოლის ავტორი დმიტრი პაიე გახდა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში რუსეთს 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა გაუტანა.