საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 73-ე ჩემპიონატის 6 ტურის თავზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს ლელა ჯავახიშვილი (2489). განვლილ ტურში ის შავი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მაია ლომინეიშვილს (2365) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა.
შედეგად, ლელამ თავი 5.0 ქულას მოუყარა და პირველ ადგილზე რჩება, მაია კი 3.5 ქულით მესამეა. მათ შორის 4.5 ქულით სალომე მელია (2452) იმყოფება, რომელმაც ასევე შავებით ფრედ სოფიო გვეტაძესთან (2310) ითამაშა.
თერთმეტ ტურად მიმდინარე ჩემპიონატის მე-7 ტური 1 აპრილს შედგება. ჯავახიშვილი თეთრებით მერი არაბიძეს (2390) ეთამაშება, მელია კი ასევე თეთრებით ალექსანდრა ვახანიას (2210) გაეჯიბრება.
საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატი ჭადრაკში
მე-6 ტური
ანა გავაშელი (2193) – ბელა ხოტენაშვილი (2493) 1:0
ნინო ხურციძე (2414) – მირანდა მიქაძე (2211) 0.5:0.5
სოფიო გვეტაძე (2310) – სალომე მელია (2452) 0.5:0.5
ალექსანდრა ვახანია (2210) – სოფიკო ხუხაშვილი (2344) 0.5:0.5
მაია ლომინეიშვილი (2365) – ლელა ჯავახიშვილი (2489) 0.5:0.5
მერი არაბიძე (2390) – ნინო ხომერიკი (2299) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
5.0 – ჯავახიშვილი
4.5 – მელია
3.5 – ლომინეიშვილი
3.0 – გვეტაძე, ხუხაშვილი, ხურციძე, არაბიძე, ვახანია
2.5 – მიქაძე
2.0 – ხოტენაშვილი, გავაშელი
1.5 – ხომერიკი
მე-7 ტური
ხომერიკი – გავაშელი
ჯავახიშვილი – არაბიძე
ხუხაშვილი – ლომინეიშვილი
მელია – ვახანია
მიქაძე – გვეტაძე
ხოტენაშვილი – ხურციძე