ჭიდაობა

23:17 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრების მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთს ქალაქ რუსეში 29-30 მარტს გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75), ლაშა გობაძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ვერცხლის მედლებს თორნიკე ჯანგავაძე (66) და კუკური კირცხალია (98) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედალი კი რამაზ ზოიძემ (71) დაისაკუთრა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 63 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ქულათა დიდი სხვაობით უკან ჩამოიტოვა უნგრეთის (43) და აზერბაიჯანის ნაკრებები (38).

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ჯიბლაძე გახლდათ, უფროსი მწვრთნელები – ვაჟა-ბოძაშვილი და ოთარ ტატიშვილი, ექიმი – ლევან ლინნიკი, ხოლო მსაჯის რანგში ტურნირზე მალხაზ ჯორბენაძე წარსდგა.

www.wrestling.ge

0.11607