ფეხბურთი

17:15 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ყაზახეთის მატჩის სტატისტიკა და მომენტები

1:1 საშინაო მატჩში – საქართველომ ყაზახეთთან ფრედ დაასრულა მატჩი. მიმოხილვა გუშინ დავწერეთ, ახლა უბრალოდ, სტატისტიკას შემოგთავაზებთ. ციფრებიდანაც ჩანს, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა დაგვეთანხმებით, ეს არ კმარა: მოგება იყო საჭირო.

საქართველო-ყაზახეთი
ბურთის ფლობის %: 58-42, კარისკენ დარტყმა: 8-7, კარში დარტყმა: 4-1, ჯარიმები: 13-17, თამაშგარე: 5-2, კუთხური: 7-3.
რაც შეეხება სახიფათო მომენტებს, ასეთი ყაზახებს გოლის გარდა საერთოდ არ ჰქონიათ, ხოლო ქართველებს 4 ჰქონდათ.
1. გიორგი ნავალოვსკიმ თავით მოიგო ბურთი, ჯანო ანანიძეს გადააწოდა, მაგრამ ჯანომ დაკარგა, მცველებთან ბრძოლაში თორნიკე ოქრიაშვილმა მოიპოვა ბურთი და გიორგი ჭანტურიას გაუმზადა, რომლის დარტყმულიც მეკარემ აიღო. სუსტი დარტყმა იყო, თუმცა იდეალური პოზიცია კი ჩანდა;
2. ჯაბა კანკავამ მოიპოვა ბურთი, პასი ანანიძეს, მან კი ნავალოვსკის გაატანა მარცხნივ, რომლის დაბალ პასს ყაზაიშვილის ცაციით დახვედრება მოჰყვა. ყაზახთა მეკარე დავით ლორიამ მართლაც სასწაული ბურთი მოიგერია;
3. ისევ კანკავას ართმევა, ყაზაიშვილის კონტრშეტევა, პასი ჭანტურიას, მან ოქრიაშვილი მოძებნა და ბოლოს ისევ ყაზაიშვილი დარჩა ბურთთან, მეკარესთან პირისპირ იყო, მაგრამ არ დაარტყა, პასი გააკეთა და ლორიამ ჩაჭრა.
4. შეცვლაზე რამდენიმე წამის შემოსულმა ლევან ყენიამ ნიკა კაჭარავას გაუჭრა მწვავე პასი, კაჭარავამაც მცველი ჩამოიტოვა და წინ მხოლოდ მეკარეღა იყო, მაგრამ მაინცდამაინც მეკარეს მოარტყა.

მატჩის ვიდეომიმოხილვა

0.177314