ჭიდაობა

16:47 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ჯანგავაძე, გელა ბოლქვაძე და იაკობ ქაჯაია – ევროპის ჩემპიონატის ფინალში

ბულგარულ რუსეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები. შეჯიბრების მეორე დღეს 4 წონითი კატეგორიიდან ფინალში სამი ქართველი – თორნიკე ჯანგავაძე (66), გელა ბოლქვაძე (75) და იაკობ ქაჯაია (130) იასპარეზებენ.

ჯანგავაძემ (66) პირველ შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელ ჰრაჩ მალხასიანს 2:53 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10:0 სძლია, მერვედფინალში ზუსტად 5 წუთი დასჭირდა შვედი ოსკარ ერლანდსონის დასამარცხებლად 9:0, მეოთხედფინალში სერბ მატე ნემეს 5:2 მოუგო, ნახევარფინალში კი 2:09 წუთში იოლად გაუსწორდა ბულგარელ სიმეონ დარუიშს – 8:0. ფინალში ქართველის მეტოქე პოლონელი მატეუს ბერნატეკი იქნება.

ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გელა ბოლქვაძემ ფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა. მან ლიტველი მინდაუგას სურმანიტისი 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ ლუკა დარიოცის 8:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში უნგრელი ზოლტან ლევაის აჯობა – 7:2. ფინალში ქართველი შვედ მიშელ ბიურბერ კისიდისს დაეჭიდება.

მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა ლატვიელი ულდის გლაზინისი 48 წამში სუფთად დაამარცხა, მეოთხედფინალში გერმანელ კრისტიან ჯონს 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს 4:0 აჯობა. ფინალში ჩვენებურის მეტოქე უკრაინელი ვლადისლავ ვორონი იქნება.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი

www.wrestling.ge

0.114951