ფეხბურთი

16:09 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინოს იდეა - 2026 წლის მუნდიალი 40 ნაკრებით

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ სამხრეთ ამერიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 2026 წლის მუნდიალზე შესაძლოა 40-მა ნაკრებმა ითამაშოს.

"უფრო ბევრ გუნდს უნდა გავუღოთ კარი. ეს იდეა კი შესაძლოა 2026 წლიდან განხორციელდეს. ჩვენ ყველასთან ვაპირებთ მოლაპარაკებას: ფეხბურთელებთან, ფიფას წევრებთან. ბევრ გუნდს საოცნებო ფინაურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ექნება." - განაცხადა მონტევიდეოში ყოფნის დროს შვეიცარიელმა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32-გუნდიანი ფორმატი 1998 წლიდან მოქმედებს. 2006 წლიდან კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ასპარეზობს. აღნიშნული ფორმატის შეცვლას ინფანტინო არ აპირებს.

ურუგვაიში ყოფნის დროს ჯანიმ აღნიშნა, რომ მისი მიზანია სამრეთ ამერიკას მუნდიალებზე 4 ნაცვლად 5 პირდაპირი ადგილი ჰქონდეს და ერთიც სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან გადათამაშებით შეიძლება მიიღოს.

2026 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნა ჯერჯერობით უცნობია. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში ჩატარდება, ხოლო 2022 წლის ტურნირს ყატარი უმასპინძლებს.

0.122047