კალათბურთი

18:56 | 30.03.2016 | ნანახია 774 - ჯერ

კრის პოლი ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” 30 წლის გამთამაშებელი კრის პოლი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე არ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Si.com-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კრის პოლს თავად არ სურს ოლიმპიადაზე თამაში.

რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ “დრიმ თიმს” რიოში ვერც ენტონი დევისი დაეხმარება, რომელმაც მხარზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რიო დე ჟანეირში ჩატარდება, კალათბურთი 6 აგვისტოს დაიწყება და იმავე თვის 21 რიცხვში დასრულდება.

თეგებიკრის პოლი

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:59 | 31.03.2016
iloreli (2516)

ყველა პოზიციაზე 5 კაცი მაინც ყავთ უმაღლესი კლასის.
გამთამაშებლები: პოლი, ვესთბრუქი, კარი, როუზი, ირვინგი, ლოური,ლილარდი, ვოლი, დერონი, რონდო.
ამათ გარდა ნებისმიერი ნაკრები რო ისურვებს ისეთი გამთამაშებლები არიან: კონლი, ტიგი, სმარტი, უოკერი, პეიტონი, ბევერლი, რასელი, ოლადიპო და რავი.
იტოგში მეხუთე სასტავით რო გამოვიდეს ამერიკა მაინც მოიგებენ თუ უნდათ.

19:24 | 30.03.2016
ukleba (17336)

აუ საწყალი ამერიკა რა ეშველებათ : ისე მამენტ მაინტერესებს, სამი კაცით: მეფე, კარი და კაზინსი რომ გამოვიდნენ-მოუგებთ ვინმე ნეტა? : დ კაკ მინიმუმ ნახევარფინალამდე მივლენ ალბათ

11:14 | 31.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

0.110849