სხვა

14:29 | 30.03.2016 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულისყურით აკვირდებოდა დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებთან დაკავშირებულ ამბებს, მაგრამ ამ საგანგაშო ინფორმაციის საბოლოო დადასტურებამდე, გასაგები მიზეზების გამო, თავს ვიკავებდით რაიმე სახის ნაჩქარევი კომენტარისგან.

დღეს უკვე უტყუარად არის გამოკვლეული და დადგენილი ექვსი ქართველი სპორტსმენის ბრალეულობა აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში. ამის თაობაზე სეოკ-ის აღმასკომის 2016 წლის 29 მარტის სხდომაზე საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია წარმოადგინა საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ, რომელიც მოქმედებს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად. მართალია, დოპინგის გამოყენებაში მხილებულთა შორის არ არიან ჩვენი ოლიმპიური ლიცენზიანტები, მაგრამ ეს ფაქტი არამც და არამც არ ცვლის საერთო სურათს, რომელიც უკიდურესად შემაშფოთებელია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება სპორტში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. ამის დასტურია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, საჯარო გამაფრთხილებელი განცხადებები (მათ შორის – სეოკ-ის ყოველწლიურ სესიებზე), რეგულარული სემინარები და ტრენინგები, თემატური საუბრები სპორტულ ფედერაციებთან, მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან, გახშირებული დოპინგ-ტესტები, სამედიცინო პერსონალის და დოპინგთან ბრძოლაში ჩართული ჯგუფების მხარდამჭერი პროგრამები, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ანტიდოპინგურ ღონისძიებებში.

ჩვენ ვაღიარებთ და ვმოქმედებთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაციებისა და წესების შესაბამისად, ვცდილობთ მკაცრად დავიცავათ ამ სფეროში მოქმედი რეგულაციები და პროცედურები, ღიად ვუპირისპირდებით აკრძალული და ყოვლად უღირსი მეთოდებით სპორტში წარმატების მიღწევის მსურველებს და მათს წამქეზებლებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ბოლომდე გააზრებული არა აქვთ ამგვარი ქმედების საბოლოო კატასტროფული შედეგები.

სპორტი პატიოსანი ბრძოლის ასპარეზია და ამიტომაც ჰყავს მილიონობით მიმდევარი და გულშემატკივარი და როცა რომელიმე სპორტსმენი დანაშაულებრივ გზაზე დგება, ამით დარტყმის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ პირად სპორტულ კარიერას, ჯანმრთელობას და რეპუტაციას, არამედ – ლახავს მთელი ჩვენი სპორტის იმიჯს და ღირსებას, სახელს უტეხს იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან საყვარელ საქმეს.

ჩვენ ვგმობთ დოპინგის გამოყენებაში მხილებულთა ყოვლად მიუღებელ საქციელს, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, ახალისებენ ან ხელს აფარებენ ამგვარი ქმედებების ჩამდენთ.

აუცილებელია, რომ დეტალურად იქნას გამოძიებული ამ სკანდალური საქმის ყველა გარემოება და გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დანაშაულებრივ პროცესში. ველოდებით ასევე, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სანქციები.

დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და უაღრესად საგანგაშო სტატისტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უფრო მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რათა არ დავდგეთ რეალური სისტემური ხასიათის პრობლემების წინაშე, რაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგის მომტანი გამოდგეს ჩვენი სპორტისთვის (კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო ცალკეული სპორტსმენების, არამედ ნაკრები გუნდების მონაწილეობა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოდის ინიციატივით ახლო მომავალში მოწვეულ იქნას წარმომადგენლობითი ანტიდოპინგური ფორუმი ხელისუფლების, სპორტული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური ექსპერტების, ფართო სააზოგადოებრიობის მონაწილეობით.

ასევე ვაცხადებთ, რომ სეოკ-ის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე დოპინგ-ტესტზე შეამოწმოს თითოეული ოლიმპიელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

www.geonoc.org.ge


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 08.06.2017
kila (557)

რა იყო აქ დასაბლოკი ს,,,,, რომ ვუწოდე?

11:04 | 08.06.2017
kila (557)

დაბლოკე და შენი.....

11:03 | 08.06.2017
kila (557)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:00 | 07.06.2017
charli (558)

პენალი არ იყო. მოკლედ ისრაელს უგებს გუნდი გასვლაზე, ჰოდა ამათ მოგების იმედ აქვთ. ჩვენების ტრიპაჩა ....

20:54 | 07.06.2017
berodaviti (4285)

რა გინდათ ბიჯო ვის ვერ უგებთ არ გრცხვენიათ მაგის დშვც...

21:52 | 07.06.2017
burusa (2031)

მეგობარო ისევ ბაიერნს ვუბალეშიკოდ ჯობია, ჩვენთან ფეხბურთი გარდაცვლილია!

22:04 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რეალის მერე ბაიერნზე სულ მეცინება

20:25 | 07.06.2017
sabonis (9584)

გოოოოოოოოლDDDDDDDDDDDDDDDDD ნეტსკისმა გაიტანა

15:31 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აუ ეს ვაისი რა ექსკლუზივი ლეა ტფუიი
3 ქულა არ ლე წავაგებთ ამათთან და ისე მოვრჩებით შესარჩევს მოგება არ გვექნება

15:27 | 07.06.2017
sabonis (9584)

და ამათთან უნდა ვაისს უეჭველი 3 ქულა?DD

13:17 | 07.06.2017
ogafa (10220)

გადარჩა წაგებას

11:56 | 07.06.2017
BEERTRANCE (97819)

სპარინგიც ჩვენზე უკეთესი გაჩარხეს.

0.063826