29 მარტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
სხდომას უძღვებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე (რიო დე ჟაინერო,ბრაზილია, 5-21 აგვისტო,2016 წ.) ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ხოლო მის მოადგილედ – სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუსუდან სიხარულიძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ. ითქვა, რომ წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მზადების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა პრობლემური საკითხი ოპერატიულად გვარდება.
მომხსენებლებმა მადლობა გადაუხადეს სეოკ-ის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე იმ სემინარებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებისა და დაფინანსებისთვის, რომელიც მიმართულია სპორტსმენებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ქართულ სპორტში აკრძალული სამედიცინო და სხვა სახის პრეპარატების გამოყენების ფაქტებზე, მოჭიდავეების დოპინგ-ტესტების შედეგებზე და მათზე მკაცრი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ითქვა, რომ გამოსაკვლევია ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი, გამოსავლენია იმ პირთა წრე, რომლებიც ამ დანაშაულებრივ პროცესში მონაწილეობდნენ. მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას უმკაცრესი სანქციები, იმავდროულად უნდა გაძლიერდეს პრევენციული ზომები, რათა დოპინგის გამოყენების შეთხვევებმა სისტემური ხასიათი არ მიიღოს.
სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია ზამთრის II ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ლილეჰამერი, ნორვეგია, 12-21 თებერვალი, 2016 წ.) ქართველი სპორტსმენების გამოსვლის შესახებ.
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა აღმასკომის წევრებს ჩააბარა ანგარიში ერთი წლის განმავლობაში ფედერაციის მიერ ჩატარებული მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებსა და მოსწავლე ახალგაზრდობაში სპორტით დაინტერესება, მასობრივ შეჯიბრებებში ერთვებიან სხვადასხვა რეგიონის მოსწავლე ახალგაზრდები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ დონეზე ჩატარებულ შეჯიბრებებში მხოლოდ იმერეთის მხარის მასშტაბით საერთო ჯამში 1200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია.
www.geonoc.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასოლს როგორ აგინებდა სასტავი და საუკეტესო ცენტრი დადგა ლიგაში. ზიბო ხო იმენა გიჯია მაგარი ბურტები ჩააგდო
აი მემფისის მოგება გუშინ როგორ მეჯერა იმენა დარწმუნებული ვიყავი
)
საღოლ დათვები :***
ეს "ამის გასვლა ჯობია" რა ფენომენია ვერ გავიგე, თუ ჯობია და აქ ერთი ადგილი, გაანძრიოს და მოიგოს, ვინ დააყვედრის? ლეიკერსის გასვლაც ხო ჯობდა პლეიოფში და წაასხეს მშრალზე, რითი ჯობდა იუტას გასვლას, ის უფრო 0-4 წააგებდა?
ეჰ როგორ მინდოდა დენვერის ასვლა ,მაგრამ 99% ით მჯერა რო სტეიტი გადაიხევს . ოკლაც გავა და ჩიკაგოც გაიფორმებს ბაზ არაა.
არადა კლიპერსის გასვლა ჯობია მემფისის გასვლას მაგრამ მემგონი უფრო გრიზლებს ვიხილავთ შემდეგ ეტაპზე
დარწმუნებული იყავით რო მემფისი უვესტბროკო ოკლაჰომას გააგდებს
ესეც თქვენი ყ ლ ი პერსი)))))))))))
დელნეგრო ვერ უქაჩავს სასტავს )))
პოლი ისედაც იგროკია და ეგ ყუმარობს ძირითადად )))
კროუფორდიც ნაწილობრივ )))
გრიფინი დაცვაში არ ვარგა არაფრად )))) დეანდრეს არაუშავს მარა რათ გინდა ალეუპის გარდა არაფერი არ იცის )))) პოლს მაგისთვის ნამდვილად არ ცალია )))
გრიფინი შემდეგ თამაშში არ იქნება და
1 მაღალს დავაყენებდი დეანდრეს)) გავრისკავდი )))))
მძიმეზე ოდომს , გარდად პოლს და ბილაპს )))პერომეტრიდან თუ წაუვიდად სროლა ეგ არი და ეგ)))
სხვა შანსი არააა )))
რა აზრი აქვს ძმა გრიფინის ყოფნას ზაკი არ ახარებს მაინც
))) კონლის და გასოლს ვერაფერს უშვრებიან, პრინსი კაი ფორმაშია და კლიპერსიდან მარტო პოლი ვერაფერს იზამს.......
საღოლ მემფისი გასვლაზე მოგებას არ ველოდი სახლში მოიგებენ და გავლენ, დენვერმა არამგონია გასვლა მოიგოს
ერთსაც მოუგებენ კლიპერსს და გაუშვებენ სახლში. გუშინდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მეტად ადვილი შEსაძლებელი ჩანს ეს. არადა ვინ იფიქრებდა
ყოჩაღ მემფისი! არ მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ.