მარიო ბალოტელისა და ფანი ნეგუეშას დაშორებიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა და ახლა უკვე ის დროა, როდესაც კუკარაჩასი და ინგასი არ იყოს, ყველას მიავიწყდა ამ ორი შავტუხა ჯეელის ტრფობა. მაგრამ, რა დაგვავიწყებს ჩვენ და რა დაავიწყებს იმ ჩვენი ცოდვით სავსე ევროპის “ყვითელ” მედიას?
ამ რამდენიმე დღის წინ, ძუძუმკერდდალოცვილი ფანი ნეგუეშა ჟურნალისტებმა ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში მავან “კუროსთან” გამოიჭირეს, თავპატიჟდაუდებლად მიეჭრნენ და ყოველგვარი შესავლის გარეშე მარიო ბალოტელიზე აჯახეს კითხვა – კიდევ თუ გახსოვს ის გადარეული ბიჭიო.
გამწარდა და რას გამწარდა ფანი – თქვენ ხალხი არა ყოფილხართო, მე ახალი ცხოვრების დაწყებას ვცდილობ, ახალ მამაკაცს ვეკურკურები, თქვენ კიდევ მოდიხართ და სულში ხელებს მიფათურებთო. ერთი სიტყვით, ნამეტნავად გააბრაზეს მარიოს ნასატრფოალი. იმ გაწამაწიის დროს ფანის თანმხლები უცნობი ჯეელი კი იჯდა თავისთვის და უხერხულად იღიმებოდა. არადა იმ დროს მის გულში რა ცეცხლი ტრიალებდა ვინ იცის. დადადააა...