ფეხბურთი

12:51 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატიემ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერემი მატიემ შესაძლოა მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება გამოტოვოს. ინფორმაციას L"Equipe ავრცელებს.

ფეხბურთელმა მენისკის დაზიანება რუსეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მეორე ტაიმში შეცვალეს. "ელ კლასიკო" 2 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება და 32 წლის მოთამაშე დიდი ალბათობით შეხვედრას გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში მატიმ 31 მატჩი ჩაატარა და თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114735