საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ნიკა კაჭარავა ყაზახეთთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
22 წლის ფორვარდი მეორე ტაიმში გამოჩნდა და “ჯვაროსნების” ძირითადი გუნდის მაისური პირველად მოირგო.
ნიკას თქმით, საქართველოს მოსაგებად მომენტების რეალიზება დააკლდა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მასზე წესები ირღვეოდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო.
- რას იტყვით დებიუტზე, ნერვიულობდით?
- რა თქმა უნდა, ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ახლაც ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში.
- რა მოხდა იმ ეპიზოდში, როდესაც მეტოქის საჯარომოში წაიქეცი, მაგრამ აქეთ დაგაჯარიმეს?
- ხელზე მომხვდა ბურთი, მაგრამ იქამდე წესებს მეტოქე არღვევდა და მეგონა, რომ მსაჯი პენალტს დანიშნავდა.
- მოსაგებად რა დაგაკლდათ?
- მომენტების რეალიზება. თუნდაც მე ორი მომენტი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი.
- შეთამაშების პრობლემა ხომ არაა?
- დიახ, ახალი გუნდია, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც დრო სჭირდება შესათამაშებლად და ამისთვის აღმოსაფხვრელი დრო ზაფხულში გვექნება.