კალათბურთი

0:47 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,აკადემიამ’’ უახლოეს მდევარს მოუგო

საქართველოს 20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ქვეყნის ჩემპიონატზე გუშინ ერთი მატჩი შედგა, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფი ,,აკადემია“ უახლოეს მდევარ ,,ვითას“ შეხვდა. ამ შეხვედრამდე მათ შორის სამქულიანი სხვაობა იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაძაბული შეხვედრა იყო მოსალოდნელი.

გულშემატკივართა პროგნოზი პირველ სამ მეოთხედში გამართლდა. ამ პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ამჯერად ,,აკადემიას“ უპირატესობა აშკარა იყო. მან ეს მეოთხედი ანგარიშით 17:9 მოიგო და საერთო ჯამში 10 ქულის სხვაობით - 75:65 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ვითას“ წევრმა რატი ნუცუბიძემ აჩვენა, რომელმაც 19 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,აკადემიას“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 17 ქულა სოსო გოგნაძემ დააგროვა.

სატურნირო მდგომარეობა 29 მარტისათვის
1 სოხუმი 19 15/4 1498/1201 34
2 აკადემია 19 14/5 1481/1293 33
3 ვითა 19 10/9 1451/1426 29
4 ქუთაისი 19 7/12 1422/1678 26
5 მაკაბი 19 6/13 1430/1553 25
6 რუსთავი 19 5/14 1276/1407 24

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093305