ჭიდაობა

0:31 | 30.03.2016 | ნანახია 3852 - ჯერ

ლაშა გობაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია
სამივე სინჯის მედალი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე

ბულგარეთის ქალაქ რუსეში დაწყებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-98 კატეგორიის ფალავნები ჩაერთვნენ და ოთხივე წონაში ქართველმა ფალავნებმა მედლებისათვის იჭიდავეს.

ლაშა გობაძემ (80) წარმატებით დაიცვა შარშანდელი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედალს. კუკური კირცხალია (98) ვერცხლის მედალს დასჯერდა, რამაზ ზოიძემ (70) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან ხვიჩა ჭითავამ (59), რომელმაც საბოლოოდ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ლაშა გობაძემ (80) საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედი ბოგდან კოურინი 10-4, მეოთხედფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 8-1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი იანეს ვაგნერი 3-2 დაამარცხა. ფინალში მან თურქ ბუკჰან აკბუდაკს 8-2 მოუგო.

კუკური კირცხალიამ (98) პირველ შეხვედრაში 1:55 წუთში სუფთა გამარჯვება მოიპოვა პოლონელ ალეკსანდრ კროცზაკთან, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს 3-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი მუსა ევლოევი დაძაბულ შეხვედრაში 4-4-ზე დაამარცხა. ფინალში ჩვენებურმა გერმანელ მუჰამედ სევერთან შეხვედრა 0-6 დათმო.

რამაზ ზოიძემ (71) ქულების აშკარა უპირატესობით 4:26 წუთში 9-0 დაამარცხა ფრანგი მოჰამედ ზაროური, მეოთხედფინალში უკრაინელ ალექსეი კალინიჩენკოს 7-1 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ იუნუს ემრე ბასართან 1-9 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოსთვის მედლისთვის შეხვედრაში ზოიძე ბელარუს რუსლან აჰამალიეუს დაეჭიდა და 3:17 წუთში იოლად გაუსწორდა 10-2.

ხვიჩა ჭითავა (59) პირველ შეხვედრაში 1-10 დამარცხდა მომავალ ფინალისტ რუს სერგეი ემელინთან, სანუგეშო წრეში კი სერბი ტამას ნადი 10-2 დაამარცხა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მიიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ფალავანი შეხვედრის უკანასკნელ წამებამდე უგებდა გერმანელ ეტიენე კინსინგერს, თუმცა ბოლოსკენ 2 ქულა დაკარგა და დასანანი მარცხი განიცადა.

პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 33 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეზე აზერბაიჯანია 31 ქულით, მესამეზე კი თურქეთი 28 ქულით.

დღეს, შეხვედრები დარჩენილ 66-75-85-130 კატეგორიებში გაიმართება, საქართველოს სახელით კი თორნიკე ჯანგავაძე (66), გელა ბოლქვაძე (75), შალვა ხაჩიძე (85) და იაკობ ქაჯაია (130) იჭდავებენ.

www.wrestling.ge


კომენტარები (65)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:03 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ესეც მეორე ოქროო/ ყოჩაღ ბიჭებო

ბრწყინვალე შედეგია

გუნდურის ჩათლით 4 ოქროს მედალი ხუმრობა არაა ნამდვილად

20:00 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ყოჩაღ გელაა. ეს პირველი ოქრო დღეს )

19:59 | 30.03.2016
tiko (6769)

დაიღალა მაგრად მაგრამმმმმმმ ოქროს ბიჭია

19:39 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ამის მერეა ბოლქვაძე

19:31 | 30.03.2016
tiko (6769)

როგორც ვიცი 3 გვყავს ფინალში

19:33 | 30.03.2016
butunichi (559)

ხო 3 გვყავს, 75-ში მოლქვაძე და 130-ში ქაჯაია

19:30 | 30.03.2016
tiko (6769)

ნახევარფინალებია?

19:38 | 30.03.2016
ვალენსია (662)

მესამე ადგილები და ფინალებია

19:28 | 30.03.2016
ვალენსია (662)

სუფთა წააგო

19:20 | 30.03.2016
tiko (6769)

რომელ ტატამზეა?

19:29 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ბ-ზეა თიკო ყველა

19:18 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ამის მერეა თორნიკეს ფინალი

18:55 | 30.03.2016
butunichi (559)

stripslashes((strlen('https://unitedworldwrestling.org/event/u23-european-championship-0')>0?'https://unitedworldwrestling.org/event/u23-european-championship-0':'https://unitedworldwrestling.org/event/u23-european-championship-0')) იწყებაა

15:25 | 30.03.2016
shotaminashvili2 (528)

ეს უკვე აღარაა შემთხვევითობა და ეპიზოდური წარმატება, როგორც ჩანს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩავარდნის ეპოქა დასრულდა და ძალიან ძლიერი გუნდი გვეზრდება. მით უმეტეს კიდევ უფრო ახალგაზრდებიც მაგრად ჭიდაობენ

14:52 | 30.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

ქაჯაია მაგარი ბიჭი ჩანს ბოლქვაძე ესენი უეჭველი მოიგებენ ჯანგავაძე 50/50

14:30 | 30.03.2016
私は家に帰りました (1799)

გამარჯობათ კაცებო, ვისაც არ გეზარებათ ან არ გიტყდებათ:-) მომწერეთ რა რა ვქენით,ვერ ვუყურე დღეს ჭიდაობას

14:48 | 30.03.2016
ukleba (17336)

სამი ფინალისტი გვყავს და სამივემ ძალიან დამაჯერებლად იჭიდავეს. სამივე ფავორიტია ფინალში. არც ერთის მეტოქე არაა არც რუსი და არც თურქი. ძირითადი კონკურენტები ფინალამდე ჩამოიცილეს

14:59 | 30.03.2016
私は家に帰りました (1799)

მადლობა დიდი....ვინები არიან ეგ უფრო მაინტერესებდა....ტუ არ დამზარდები სად დაროგორ ვნახო

15:00 | 30.03.2016
私は家に帰りました (1799)

ჯანგავაძე, ბოლქვაძე, ქაჯაია?????

15:12 | 30.03.2016
ukleba (17336)

კი კი არაფერს გიგა

14:30 | 30.03.2016
zulu (627)

8-დან 5 ფინალი

14:29 | 30.03.2016
zulu (627)

ყოჩაღ ბიჭებს დღეს 4-წონიდან 3-ფინალი ძალიან კარგი შედეგია.
და ჯამშიც 8-წონიდან 6-ფინალი იშვიათად ესეთი ძლიერი გუნდი ვინმეს ყავდეს

14:25 | 30.03.2016
neeskensi (2433)

66-ში ჯანგავაძე-ბერნატეკი (პოლონეთი);75-შ- ბოლქვაძე-კესიდისი (შვედეთი) 130-შ- ქაჯაია-ვორონი (უკრაინა)....ჯანგავაძეს ძალიან ძლიერი პოლონელი ჰყავს...თან არ ჰგავს 23 წლისას...

14:48 | 30.03.2016
ukleba (17336)

დაანგრევს თორნიკე

14:18 | 30.03.2016
ukleba (17336)

თუ კი გავიდა და პოლონელს ხვდება. აუ რა სულელური ბადეა

14:17 | 30.03.2016
ukleba (17336)

ჯანგავაძე ჯერ არ გასუოლა ფინალში

14:20 | 30.03.2016
ვალენსია (662)

განახლებული არაა უბრალოდ ჯერ

14:19 | 30.03.2016
ვალენსია (662)

გავიდა ძმა ნახევაფინალი იყო ბულგარელთან

14:16 | 30.03.2016
mst (1810)

დღეს სამი ფინალი გველის,მაგარია

14:14 | 30.03.2016
ვალენსია (662)

8-ზე იწყება ფინალური ბლოკი

14:15 | 30.03.2016
ukleba (17336)

მადლობა

14:13 | 30.03.2016
ukleba (17336)

როდისაა ფინალური ბლოკი

14:13 | 30.03.2016
ukleba (17336)

აუ ბიჭებო ბადე შეგიძლიათ მომცეთ? რა არი რა ძIუდოს ბადე მაინც გამოიყენონ ამ მოჭიდავეებმა

14:14 | 30.03.2016
neeskensi (2433)

stripslashes((strlen('https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/bc2cbf7a-f1b3-11e5-9f4a-080027e1d6d2/live')>0?'https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/bc2cbf7a-f1b3-11e5-9f4a-080027e1d6d2/live':'https://arena.unitedworldwrestling.org/sport-event/show/bc2cbf7a-f1b3-11e5-9f4a-080027e1d6d2/live'))

14:15 | 30.03.2016
ukleba (17336)

მეგონა არ უყურებდი მადლობა გაიხარე

14:18 | 30.03.2016
ვალენსია (662)

მერე წონას აირჩევ დაბლა და BრAცKEტ და ჩამოგიშლის ბადეს

14:13 | 30.03.2016
ვალენსია (662)

გილოცავთ ყველას

14:12 | 30.03.2016
ვალენსია (662)

არის 8-0 და მესამე ფინალისტიი

14:12 | 30.03.2016
gia610 (369)

მალადეც რა ბერძნულ რომაელებს 8 კაციდან 5 ფინალში გავიდა

14:11 | 30.03.2016
ukleba (17336)

გადაიმტვრია მუხლზე

14:10 | 30.03.2016
toshihiko (1309)

ეს თუ ჯანგავაძეზეა ზურგზე ზოიძე რატომ აწერია?

14:03 | 30.03.2016
ukleba (17336)

ფინალური ბლოკი

14:04 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ჯერ მოიცა თორნიკემაც იჭიდაოს )

14:03 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ისევ A-ზე დაიწყება ეხლა თორნიკეს ნახევარფინალი და ეგაა ჩვენი დღის პროგრამა

14:02 | 30.03.2016
toshihiko (1309)

რა უცებ უცებ უწევთ სხვატკები

14:01 | 30.03.2016
ვალენსია (662)

7-2 და გელაც ფინალშია )

14:01 | 30.03.2016
ukleba (17336)

რა ხდბე აახალა ბიჭებო. დაზგვრჩა ვინმე???? ან ფინალური ბლოკი როდისაა?

14:00 | 30.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

ბოლქვაძეც ფინალშია

13:59 | 30.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

ქაჯაია ფინალშია უკრაინელს ხვდება ხო

14:03 | 30.03.2016
ვალენსია (662)

ხო დავით უკრაინელს ხვდება

13:58 | 30.03.2016
Cristiano Ronaldo (4995)

საღო ბიჭები

13:49 | 30.03.2016
ვალენსია (662)

გელას ნახევარფინალი იწყება A-ზე

13:46 | 30.03.2016
ვალენსია (662)

თორნიკეც ნახევარფინალში ყოჩაღ თოკო

13:36 | 30.03.2016
toshihiko (1309)

გამოდის ჯანგო

13:36 | 30.03.2016
ვალენსია (662)

თორნიკე იწყება B-ზე

13:35 | 30.03.2016
ვალენსია (662)

საღოლ ქაჯაიას არის 8-0 და პირველი ფინალისტი

13:36 | 30.03.2016
BEERTRANCE (97819)

სხვებმა რა ქნეს?

მეტის ნახვა
0.064156