ფეხბურთი

23:46 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში დებიუტმა თვალები აუხილა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დებიუტი შედგა. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით "ჯვაროსნებმა" შინ ყაზახეთის ნაკრებს ვერ მოუგეს (1:1). მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთმა თამაში ბევრი რამ დაანახა და თვალები აუხილა.

აქვე, ვაისმა დაამატა, რომ დღევანდე მატჩში რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია, ხოლო რამდენიმეთი - უკმაყოფილო. მათ მომავალში თამაშის ხარისხის და მიდგომის შეცვლა ურჩია.

ვლადიმირ ვაისი (საქარველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მწვრთნელისთვის პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ეს დღეს დამტკიცდა. შედეგით კი ძალიან უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ზოგიერთით კმაყოფილი ვარ, ნაწილმა კი ჩემი იმედები ვერ გაამართლეს. თვითონ ყაზახეთის ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი დონის გუნდებს უნდა მოვუგოთ”.

ყაზაიშვილის პოზიცია და დაგვიანებული ცვლილებები – “იმით დავიწყებ, რომ გუშინ ვარჯიშისას ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. ამიტომ მომიწია ყაზაიშვილის იმ პოზიციაზე დაყენება, სადამ ის მაინცდამაინც არაა მიჩვეული თამაშს და მომავალში მის ცენტრფორვარდად გამოყენებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება ცვლილებებს, მე მინდოდა ბევრი ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ გუნდებში ბევრს ვერ თამაშობენ. აღვნიშნავ გიორგი ნავალოვსკის, ჯაბა კანკავას კარგ თამაშს. ოქრიაშვილი კი ჩემი აზრით, მოედანზე საუკეთესო იყო. აბურჯანიამ დღეს პირველად ითამაში ეროვნულ ნაკრებში და მასში პოტენციალს ვხედავ, მომავალში მასზე დიდ იმედს ვამყარებ. ამისულაშვილის შეცვლა კი იმით იყო გამოწვეული, რომ გვინდოდა მას და კვირკველიას თითო ტაიმი ეთამაშათ. კმაყოფილი ვარ, ნიკა კაჭარავას თამაშითაც, რომელიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტი ჰქონდა. რაც შეეხება რევიშვილს, მისი დაყენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მინდა თავდაჯერებული იყოს. ლორიას იმედი კი რა თქმა უნდა გვაქვს”.

უთამაშებელი ფეხბურთელები და ჯანო ანანიძე“მეორე შეკითხვით დავიწყებ, ჯანო ანანიძეზე არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად ცუდად ითამაშა. მას დიდი ნიჭი გააჩნია, უბრალოდ, მზად არაა ამ ეტაპზე 90 წუთი ითამაშოს. კლუბშიც მცირე სათამაშო დრო აქვს. როდესაც იგი 100%-ით იქნება მზად, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველა ფეხბურთელისთვის, რომელთაც სანაკრებო დონეზე თამაშის პრეტენზია აქვს, მეთამაშებინა. ჭანტურიასგან გაცილებით მეტს ველი და საბოლოო ჯამში დავინახე ვინ იხარჯება და ვინ არა ნაკრებისთვის ბოლომდე. ამ ერთი თამაშის ფონზე თვალები ამეხილა”.

ავსტირული შეკრება “წელს ძალიან ცოტა თამაშის ჩატარება გვიწევს და ამიტომაც დაგეგმილი სამი ამხანაგური თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა ვმუშავოთ მინუსებზე და ბურთის დაკარგვის მერე უკან დროულად დახევაზე და კონტრშეტევითი თამაშისას”.

მომავალი შესარჩევი ციკლი – “პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ მესამე ადგილი ბევრს არაფერს მოგვიტანს. ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეეხება მაღალი ადგილი დავიკავოთ შესარჩევ ციკლში. ადამიანი და მწვრთნელი ყოველთვის სწავლობს და მე საქართველოს ნაკრებში სწავლა ახლა დავიწყე. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვესაუბრე და შევეცადე, რომ მაინცდამაინც არ გამეკრიტიკებინა. ზოგიერთით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც უკეთ ათამაშება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ”.

ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ნაკრებში – “ავსტრიულ შეკრებამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი და დრო გვაქვს. კონსულტაციებს გავივლი აქაურ მწვრთნელებთან, რადგან ახლა მათ შესაძლებლობებს კარგად არ ვიცნობ. შეკრებმადე კიდევ ორი თვეა და შევისწავლით ახლაგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, რომლებიც ახლა არ იყვნენ გამოძახებულნი. მათ შორის არიან გრიგალაშვილი და კაკაბაძეც”.

0.171898