კალათბურთი

0:11 | 30.03.2016 | ნანახია 1543 - ჯერ

„ვითას“ ლეგიონერი ბეჯარანო ტურის MVP-დ აღიარეს

თბილისის „ვითას“ მცველი დანიელ ბეჯარანო ვთბ-ლიგის 27-ე ტურის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება იზეიმა. „ვითამ“ ბელარუსის „ცმოკი-მინსკს“ 81:80 სძლია, თბილისელთა ამერიკელი ლეგიონერის ანგარიშზე კი 21 ქულა (თამაშიდან 11-დან 7 ზუსტი ტყორცნა), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.

შედეგად, ბეჯარანოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:12 | 02.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:11 | 02.09.2016
რაჭა (10043)

აბა კი უნდა ვუქომაგო - ნახევარზე მეტი "დინამოელია"
წარმატებები

0.063745
1543