ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირი საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და დასავლეთში “გოლდენ სტეიტის” მსროლელი კლეი ტომპსონი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“კავალიერსმა” გასულ კვირას ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო. “მეფე” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29 ქულას, 8.8 მოხსნას და 8.5 პასს აკეთებდა. “გოლდენ სტეიტმა” ოთხივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ტომპსონი კი საშუალოდ 32.3 ქულას აგდებდა.