ფეხბურთი

15:22 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა: თელასი და თსუ სრული სვლით

28 მარტს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა.

წინა ტურებისგან განსხვავებით, მესამე ტურის შეხვედრები განსაკუთრებული უხვგოლიანობით არ გამოირჩა, თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები იხილა.

სათამაშო დღე სპარტაკისა და „დინამო“ ბათუმის დაპირისპირებით დაიწყო და როგორც შემდგომ გაირკვა ტურის „ყველაზე უხვგოლიანი“ მატჩის სტატუსიც მოიპოვა. მაღალ ტემპში მიმდინარე შეხვედრა, ბათუმელთა გამარჯვებით, 11-5 დასრულდა. მატჩი ყვითელ-წითელ ბარათების სიუხვითაცგამოირჩეოდა, რაზეც არბიტრთა მიერ ნაჩვენები ექვსი ყვითელი და სამი წითელი ბარათიც მოწმობს. რაც შეეხება მატჩის გამორჩეულ ფეხბურთელს, წლევანდელ გათამაშებაში პირველად დაფიქსირდა ერთი ფეხბურთელის მიერ გატანილი 6 გოლი - თავი „დინამოელმა“ გოჩა მახარაძემ გამოჩინა.

დღის ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის „თბილისს“ შორის გაიმართა. უკვე მერამდენე თამაშია „იბსუს“ ფეხბურთელები სტარტზე მოპოვებულ უპირატესობას ვერ ინარჩუნებენ და სამი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდ იმყოფებიან. მეხუთე წუთზე „სტუდენტები“ ორი ბურთით იყვნენ წინ, მიუხედავად სხვაობის შემცირებისა მათ ეს სტატუსკვო მალევე აღადგინეს, თუმცა ტაიმის ბოლო წამებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. მეორე ნახევარში თბილისი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდისა, „დედაქალაქელებმა“ ბოლო ათ წუთში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ უკვე ორი უპასუხო გოლის გატანაც მოახერხეს - 3-5. ამ გამარჯვებით „თბილისმა“სარტურნირო ცხრილში საპატიო მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მორიგი, ზედიზედ მესამე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ლიგის უმთავრესმა ფავორიტმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის გუნდმა. „სტუდენტების“ მორიგი „მსხვერპლი“უფლისციხე აღმოჩნდა. გორელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ცდა არ დაუკლიათ და ბევრიც იბრძოლეს, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა - 8-0 და თსუ კვლავ სატურნირო ცხრილისსათავეში მოექცა.

წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი. „ენერგეტიკოსები“ ტურის ბოლო შეხვედრაში აფხაზეთის საკმაოდ სიმპატიურ გუნდს დაუპირისპირდნენ და საინტერესო ბრძოლაში 5-2სძლიეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში სრულად არ ასახავს რეალობას - რომ არა „შავიზღვისპირელთა“ შემტევების განიავებული მომენტები, რაშიც ხშირად მთავარი „დამნაშავე“ ჩემპიონის კარის დარაჯი ლევან გაბუჩია იყო, შესაძლოა თამაში კიდევ უფრო გამწვავებულიყო, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ შეცდომების პატიება „არ ისურვა“ და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში.

სამიდან სამი მოგებით სატურნირო ცხრილს კვლავ თსუ და თელასი ლიდერობენ, სადაც ბურთების უკეთესი სხვაობით უპირატესობა „სტუდენტებს“ აქვთ.

ბომბარდირები: აბი აჰი ალფონსე (სპარტაკი) – 8, ლაშა მაისურაძე (IBSU), გიორგი სოზაშვილი (სტუ-თელასი), გიორგი ნიკვაშვილი (თსუ), გოჩა მახარაძე (დინამო) - 6

მომდევნო, IV ტურის შეხვედრები 4 აპრილს გაიმართება:

თსუ - თბილისი

სტუ-თელასი - IBSU

დინამო (ბთ) - აფხაზეთი

უფლისციხე - სპარტაკი (თბ)

28.03.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. III ტური

სპარტაკი - დინამო (ბთ) 5-11 (1-4)

გოლები: 10:51“, გ.მახარაძე (0-1), 11:07“, დოლიძე (0-2), 16:14“, თოდაძე (0-3), 17:06“, დუ ჟუნიორ (1-3), 39:44“, გ. მახარაძე (1-4), 27:01“, დარახველიძე (1-5), 28:27“, გ.მახარაძე (1-6), 29:17“, ალფონსე (2-6), 30:57“, გ. მახარაძე (2-7), 31:12“, ალფონსე (3-7), 31:49“, სერჟ აბლო (ს.კ) (3-8), 34:47“, ალფონსე (4-8), 35:35“, შამილაძე (4-9), 36:20“, ალფონსე (5-9), 38:00“, გ.მახარაძე (5-10), 39:52“, გ. მახარაძე (5-11)

გაფრთხილება: მგალობლიშვილი (2), ნიკოლაიშვილი, დუ ჟუნიორ, თოდაძე, გოჩა ბერიძე; გაძევება: მგალობლიშვილი, სვანიძე, ნიკოლაიშვილი

სპარტაკი: სვანიძე, ალფონსე, იმედაძე, მგალობლიშვილი, დუ ჟუნიორ სათ: კირკიტაძე, ქუთათელაძე, , კანდარელი, ნიკოლაიშვილი, აბლო, კურატიშვილი

დინამო (ბთ): გელა ბერიძე, გ.მახარაძე, თოდაძე, კეკელიძე, შამილაძე სათ.: გოჩა ბერიძე, ტყეშელიაძე, დარახველიძე, დოლიძე,

IBSU - თბილისი 3-5 (3-2)

გოლები: 2:16“, დ.თურმანიძე (ს.კ) (1-0), 4:09“, ზატუაშვილი (2-0), 6:03“, მხითარიანი (2-1), 11:21“, ლ.მაისურაძე (3-1), 19:36“, რეხვიაშვილი (3-2), 33:09“, რეხვიაშვილი (3-3), 36:01“, ხახაშვილი (3-4), 39:23“, ნ.თურმანიძე(3-5)

გაფრთხილება: ლოლუა, ზოიძე

IBSU:ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, სეფერთელაძე, ლოლუა, მაისურაძე. სათ.: გურერი, ლ.კალანდია, დევაძე, ზოიძე, გველესიანი, ზატუაშვილი, ბაირამოვი

თბილისი: დ.თურმანიძე, მხითარიანი, ჭელიძე, ნ.მაისურაძე, ნ.თურმანიძე. სათ: ი.გედენიძე, სოხინი, ჯანელიძე, კარაპეტიანი, ხახაშვილი, გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, ცეცაძე, ხიდეშელი

უფლისციხე - თსუ 0-8 (0-5)

გოლები: 4:37“, ლუკავა (0-1), 8:19“, კაკაბაძე (0-2), 12:53“, სიგუნავა (0-3), 15:04“, კაკაბაძე (0-4), 19:57“, მჭედლიშვილი(ს.კ) (0-5), 31:01“, კაკაბაძე (0-6), 32:09“, ბობოხიძე (0-7), 39:36“, კაკაბაძე (0-8)

გაფრთხილება: მჭედლიშვილი, ნონიკაშვილი, სულთანიშვილი (2); გაძევება: სულთანიშვილი

უფლისციხე: თათანაშვილი, მჭედლიშვილი, ოქროპირიძე, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: კეჩხუაშვილი, სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ნასყიდაშვილი, ტლაშაძე, შუბითიძე, ადუაშვილი

თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ჭანუყვაძე,კაკაბაძე,კობაიძე სათ.:სიგუნავა, ნიკვაშვილი, სანიკიძე, ლუკავა, ჭუმბურიძე, ქურცაძე.

აფხაზეთი - სტუ-თელასი 2-5 (0-3)

გოლები: 6:22“, სოზაშვილი (0-1), 8:23“, კურბანოვი (0-2), 11:52“, ასათიანი (0-3), 28:32“, სოზაშვილი (0-4), 31:49“, ცხომარია (0-5), 38:31“, ახალაია (1-5), 39:55“, სებისკვერაძე (2-5)

გაფრთხილება: თოფურია, ახალაია

აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, სებისკვერაძე, ღუღუნიშვილი, ახალაია, სათ: ლაშა ლეჟავა, ფიფია, ქეშელაშვილი, შველიძე, კვარაცხელია, ოთინაშვილი, რ.გედენიძე, ჯაფარიძე, ლევან ლეჟავა

სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, ასათიანი,კურბანოვი სათ: თარხნიშვილი, წვერავა, მამულაშვილი, ბოკერია, ცხომარია, მერკვილაძე

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.166945