საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 26-27 მარტს რიგაში ფრეიდენფილდსის თასზე 6 ოქროს, 4 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
გიორგი გოგშელიძის და გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრების მეორე დღეს ოთხივე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა, ტურნირის ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (55), შმაგი თოდუა (66), საბა ჩიხრაძე (84) და ზურიკო ურთაშვილი (120) გახდნენ. ორ წონაში სულაც ქართული ფინალი გაიმართა, ვერცხლის მედლები მეკი სიმონიამ (84) და ალექსი ჟორჟოლიანმა (120) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი კახა ირემაძე (55) და მაგომედ საიდოვი (66) დაეუფლნენ.
ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ღონიაშვილი (50) და გიორგი პასიკაშვილი (60) გახდნენ, ვერცლის მედლები გიორგი ხაჩიძემ (50) და ნიკა კენჭაძემ (74) მოიპოვეს, ბრინჯაო კი – გიორგი გიორგობიანმა (74) და მარად ვანაძემ (96).
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანია გავიდა, მესამეზე კი – საფრანგეთი.
www.wrestling.ge