ფეხბურთი

13:41 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს დეპაი არ სჭირდება

ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” დამდეგ ზაფხულს ჰოლანდიელი თავდამსხმელი მემფის დეპაი დატოვებს. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებს მომავალი სეზონიდან ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს, ხოლო მის გეგმებში ჰოლანდიელი შემტევი არ ჯდება.

ამასთან, “განსაკუთრებულის” შავ სიაში დეპაის გარდა არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო, მცველი ფილ ჯონსი და ფრანგი საყრდენი მორგან შნეიდერლინი იმყოფებიან.

მოგეხსენებათ, “იუნაიტედმა” დეპაი გასულ ზაფხულს “პსვ ეინდჰოვენიდან” 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ფეხბურთელი თავიდან ინგლისურ გარემოს კარგად შეეწყო, თუმცა მერე თამაშის ხარისხს მკვეთრად უკლო. მთლიანობაში მან “წითელი ეშმაკების” ღირსება 39 თამაშში დაიცვა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119967