საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის ახალ სასახლეში აზერბაიჯან თანატოლთა გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 69:53 დასრულდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი ქართველებმა დამაჯერებლად 22:10 მოიგეს, რის შემდეგაც მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და დიდ შესვენებამდე აზერბაიჯანელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ოთარ პერტაიას შედეგიანობით საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდი 19:13 მოიგო და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მაშინ გადაწყვიტა.
საბოლოოდ, ქართველებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს და აღნიშნული მატჩიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს. 16-წლამელთა ნაკრებმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა, სადაც 26 მატჩიდან 11 მოიგო და პლეი-ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის ვერ მოხვდა.
გამარჯვებულებას 19 ქულით ოთარ პერტაიამ ულიდერა, 9 ქულა მიითვალა გივი გოგიტაშვილმა, 8 ქულა დაგროვდა კახა ჟღენტის ანგარიშზე.
www.gbf.ge