ფეხბურთი

12:31 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა

მანუელ ნოიერმა გერმანიის ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის კიპერს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც დღეს, საკუთარი ქვეყნის მთავარ გუნდს იტალიასთან მატჩში ვერ დაეხმარება.

ნოიერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული. იოაჰიმ ლიოვს კი დღევანდელ შეხვედრაში მისი ჩანაცვლება მოუწევს. გერმანელ სპეციალისტს არჩევანი აქვს: მარკ ანდრე ტერ შტეგენი, ბერნ ლენო და კევინ ტრაპი.

გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი დღეს, მიუნხენში, “ალიანს არენაზე” გაიმართება. შეგახსენებთ, “ბუნდესნაკრებს” “სკუადრა აძურა” 1995 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია და უსიამოვნო სერიის შეწყვეტას დღეს საღამოს ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114301