20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატში ერთი შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები, 5-6 ადგილებზე მყოფი ,,რუსთავი’’ და ,,მაკაბი’’ დაუპირისპირდნენ.
ამ შეხვედრის პირველმა სამმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მატჩის ბედი ბოლო მე-4 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,მაკაბიმ’’ მოიგო - საბოლოო ანგარიშით 86: 68 დაამარცხა მეტოქე და ამ მოგების შემდეგ აუტსაიდერობას თავი დააღწია.
,,მაკაბის’’ გამარჯვებაში ლომის წილი ლუკა ზაქრაძემ და თორნიკე გოგელაშვილმა შეიტანეს, რომლებმაც შესაბამისად 34 და 25 ქულა დააგროვეს. ზაქრაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. რუსთაველთა შორის ყველაზე მეტი 18 ქულა დავით ბარამიძის ანგარიშზეა.







