რაგბი

19:47 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფოთში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა(+VIDEO)

დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც გუშინ ფოთში დიდი 10-ის მე-17 ტურის მატჩის (ბათუმი-არმია) შემდეგ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"გუშინ, ფოთში დიდი 10-ის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა ბათუმის ბათუმსა და თბილისის არმიას შორის. მატჩის შემდეგ დაფიქსირდა მსაჯზე ზეწოლის ფაქტი.

ფაქტია, რომ მატჩის არბიტრს - ნიკა ამაშუკელს აქვს ჭრილობა ფეხზე.

ხაზგასმით ავღნიშნავთ საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას, რომ აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით გამოძიება უნდა ჩაატაროს სამართალდამცავმა ორგანოებმა.

რაც შეეხება საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას მსაჯზე მომხდარ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის და რეგულაციების შესაბამისად, თავის კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მომხდარ ფაქტს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

ჩვენისმხრივ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ უდავოა მსაჯის მიმართ ქონდა ადგილი მინიმუმ ზეწოლას და წრეგადასულ აგრესიას. აღნიშნული ფაქტები ადრეც მომხდარა და ამან სამწუხაროდ მიიღო სისტემატიური ხასიათი.

ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელობით რაგბი საქართველოში გასცდა სპორტის სახეობას ფარგლებს და უკვე იქნცა ეროვნული სულისკვეთების გამოხატულებად და ეროვნულ ფასეულობად, დღეს ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ განსაკუთრებით პრინციპულნი და აქედან გამომდინარე რაგბის კავშირი არ აპირებს ამ ფაქტის მიჩქმალვას და აუცილებლად მოვძებნით რეაგირების ფორმებს, რათა მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს" - ნათქვამია რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

www.rugby.ge

0.134326