კალათბურთი

18:41 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” 66-ე გამარჯვება

“გოლდენ სტეიტმა” შინ “ფილადელფიას” 117:105 აჯობა. “მეომრებს” მიმდინარე სეზონში 73 შეხვედრიდან 66 მოგება და 7 წაგება დაუგროვდათ, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია. “გოლდენ სტეიტს” 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” (72 მოგება, 10 წაგება) რეკორდის მოსახსნელად დარჩენილი 9 შეხვედრიდან 7-ის მოგება სჭირდება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 39:24 მოიგეს. ყველაზე მეტი 40 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, კარის 20 ქულა ჰქონდა, ხოლო დრეიმონდ გრინდმა მიმდინარე სეზონში მე-12 სამმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა).

0.139704