ზესტაფონში, “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უკრაინის შესაბამის ასაკობრივ გუნდს მასპინძლობს. შეხვედრა მოგეხსენებათ, ამხანაგური მატჩის სტატუსს ატარებს. თამაში 18:00 დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "რიონი" გეგმავს.
ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ სტუმართა ძირითადში ორი ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი იქნება: ზურაბ ოჩიგავა და ბექა ვაჩიბერაძე...
საქართველო (21წ) – უკრაინა (21წ) LIVE
ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”. 18:00 საათი
საქართველო (21წ) (4-2-3-1): კუპატაძე; გეგეჭკორი, ტაბიძე, მარგველაშვილი, თევზაძე; გოროზია, გვილია; ხარაშივილი, კიტეიშვილი, არაბული; ჭანტურია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
უკრაინა (21წ) (4-2-3-1): ბეზრუკი; ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, კაჩარაბა, იერემჩუკი; კაბაიევი, მიროშნიჩენკო; მიხაილიჩენკო, ვაჩიბერაძე, იურჩენკო; სობოლი
მწვრთნელი: ალექსანდრ ჰოლოვკო
მსაჯი: ლაშა სილაგავა