თამაშგარე

11:00 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟასმინ ჯემელი მარადონას იხსენებს

დიეგო მარადონას არაბეთში სამწვრთნელო მოღვაწეობა მრავალი რამითაა დასამახსოვრებელი. გამორჩეულად კი ალბათ მაინც იმით, რომ პუტკუნა არგენტინელმა არად ჩააგდო იქაური შეზღუდულობანი და ლამის კვირაში ერთხელ იცვლიდა საყვარელ ქალს.

ვინ არ წოლილა სენიორ დიეგოს სარეცელში, მუცლის ცეკვის უბადლო შემსრულებლებით დაწყებული და უბრალო მიმტანებით დასრულებული. მარადონამ გული არავის დასწყვიტა და ყველას აზიარა თავისი არგენტინული სიმხნევე და ასაკის შეუსაბამო შესაძლებლობანი. სწორედ ამიტომაც დარჩა ბევრი არაბი ასული მარადონათი გულდათუთქული.

წარმოშობით არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შობილი, ახლა კი უკვე ევროპაში მოღვაწე ცნობილი არაბი მოდელი, ჟასმინ ჯემელი იძახის, მარადონასთან თანაყოფის შესაძლებლობა სულ ერთხელ მომეცა და ამით ძალიანაც ვამაყობ, რადგან დიეგო დიდი ლეგენდაა და თან მთლიანად გაამართლა სექსის ამბებში მასზე გაცემული ავანსებიო. აბა რა ეგონა!

0.193094