ფეხბურთი

23:41 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელძღვანელობით, „დინამო არენაზე“ პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელი პროცესი ქვეყნის ცენტრალურ სტადიონზე 90 წუთს გაგრძელდა.

„დინამო არენაზე“ ეროვნულმა ნაკრებმა 23 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის პირველ სანაკრებო მატჩს ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში ხვდება.

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი 28 მარტს, 17:30 სთ-ზე, ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს. სტუმართა გუნდი კი თურქეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ყაზახეთის ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა. ჩვენი მომავალი მეტოქე 28 მარტს, 19:30 სთ-ზე „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციების განრიგს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება: 19:00 საათზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი უპასუხებს, 20:00 საათზე კი ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია ჩატარდება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის რეალიზაცია 28 მარტს, 11:00 საათზე „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყება, ბილეთის ფასი კი 5 ლარს შეადგენს. საქართველო-ყაზახეთის მატჩი 29 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

ფოტოგალერეა

სფფ-ს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061978