კალათბურთი

0:33 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სამქულიანი და “დარუშაფაკას” პრინციპული გამარჯვება

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” “ბანვითსპორს” უმასპინძლა და პრინციპული შეხვედრა 75:66 მოუგო.

ამ გამარჯვების წყალობით, სტამბოლელები მოგებათა რაოდენობით (14) “ბანვითსპორს” გაუთანაბრდნენ და თანაც, მეტოქეზე თამაშით ნაკლები აქვთ. ამდენად, “დარუშაფაკას” კარგი შანსი აქვს, დღევანდელი მეტოქე მე-4 ადგილიდან ჩამოაქვეითოს და პლეი-ოფისთვის მოედნის უპირატესობა დაიბევოს.

გასულ შეხვედრაში მარკოიშვილმა მოედანზე 14:59 წუთი დაჰყო და 3 ქულა მიითვალა. მანუჩარმა სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძლებს 18 ქულით ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა ულიდერა, ჩერნოგორიის ნაკრების წევრმა მილკო ბიელიცამ კი 12 ქულა ჩააგდო. ბანვითელებს ამერიკელი დომინიკ ჯონსონის 14 ქულა ვერაფერში წაადგა.

“დარუშაფაკა” თურქეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 3 აპრილს სტუმრად “ბუიუკჩეკმეჩესთან” ჩაატარებს, 31 მაერტს კი, თურქული კლუბი ევროლიგის ეგიდით, ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშება.

0.11429