იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო, შესაძლოა, ზაფხულში "სკუადრა აძურას" მწვრთნელი გახდეს. გაირკვა, რომ "ცხენისკუდა" კანდიდატებს შორისაა. 49 წლის ბაჯო პროლიცენზიას ფლობს, თუმცა მწვრთნელობის გამოცდილება არ აქვს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ანტონიო კონტეს შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ბაჯოს გარდა ესენი არიან: ჯანპიერო გასპერინი ("ჯენოა"), ეუსებიო დი ფრანჩესკო ("სასუოლო") და ლუიჯი დი ბიაჯო (იტალიის 21-წლამდელთა ნაკრები).