ომარ თეთრაძემ რუსეთის პირველდივიზონელი "ენისეის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ის 2015 წლის 8 ოქტომბრიდან მუშაობდა "ენისეის" თავკაცად. 46 წლის თეთრაძემ გადადგომის მიზეზი ახსნა:
"ბოლო ტურში "ტოსნოსთან" 1:3 დავმარცხდით. მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან პროგრესი არ ჩანს. ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს ეს უკვე განვუცხადე. დიდი მადლობა მათ ერთად გაწეული სამუშაოსთვის".
"ენისეი" პირველ დივიზიონში ცხრილის შუაში, მეათე ადგილზეა.