ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი პოლ გასქოინი ვერა და ვერ ეშვება ალკოჰოლს. ამჯერად კიდევ პრობლემებში გაჰყო თავი. ბრიტანული საიტების ცნობით, 48 წლის გასქოინი დღეს დილით უცნაურ მდგომარეობაში იპოვნეს: მთვრალი იყო, თავიდან სისხლი მოსდიოდა და ჯინის ბოთლით ხელში.
"გაზა" სასწრაფოდ წაიყვანეს სახლში, მერე კი ექიმი გამოიძახეს და საავადმყოფოში წასაყვანი გახდა.
ასეთია "გაზა", ალკოჰოლს ვერ ეშვება და აქამდეც არაერთხელ მოხვდა ექიმების ხელში.