ჭადრაკი

19:00 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

უშეღავათო ბრძოლაში

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 73-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველმა ტურმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით. გაიმარჯვა ყველა რეიტინგ-ფავორიტმა.

ვახანია 1:0 გავაშელი

ლომინეიშვილი 0.5:0.5 გვეტაძე

არაბიძე 0:1 ხურციძე

ხომერიკი 0:1 ხოტენაშვილი

ჯავახიშვილი 1:0 მიქაძე

ხუხაშვილი 0:1 მელია

ხომერიკი–ხოტენაშვილი

გათამაშდა დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული რაგოზინის დაცვა. თეთრებმა თავი აარიდეს მწვავე ვარიანტებზე წასვლას და დებიუტიდან პარტიას პოზიციური მიმართულება მისცეს. 15 სვლაზე e4-ის ნაცვლად, რომ ეთამაშათ მე4 შავების პოზიცია უსიამოვნო იქნებოდა. E4-ის შემდგომ ბელამ დამაჯერებლად გაათანაბრა პოზიცია და თითქოს ყაიმისაკენ მიდიოდა პარტია, როდესაც ორმხრივ ცაიტნოტში 37 სვლაზე ნინომ ფიგურა დასვა, რომლის შემდეგაც გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა.

ჯავახიშვილი–მიქაძე

გათამაშდა ინგლისური დებიუტი, სადაც შავებმა მეშვიდე სვლიდან ძალზედ საეჭვო მანევრი წამოიწყეს ლაზიერით და საგრძნობლად ჩამორჩნენ განვითარებაში. ამით შესანიშნავად ისარგებლა ლელამ და ენერგიული თამაშით პარტია ადვილად მიიყვანა გამარჯვებამდე.

ხუხაშვილი–მელია

გათამაშდა სიცილიური დაცვის b3 ვარიანტი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გელაშვილის ვარიანტი, ვინაიდან როდესაც აქტიურად თამაშობდა თამაზი ჭადრაკს, საკმაოდ წარმატებით იყენებდა 2b3 სვლას. პარტიაში სოფიკო შეეცადე თავიდანვე აგრესიულად ეთამაშა, თუმცა გადამწყვეტი შეცდომა უკვე მე-9 სვლაზე დაუშვა, როდესაც ითამაშა დ4, აუცილებელი იყო 9ლf3 de10მc3-ის შემდეგ, ორმხრივი თამაშით. 9d4-ის შემდეგ სალომე ბრწყინვალე კონტრშეტევაზე გადავიდა და მიუხედავ იმისა, რომ რამოდენიმეჯერ უფრო ადრე შეეძლო პარტიის დამთავრება, მეტოქისთვის გადარჩენის შანსი არ მიუცია.

არაბიძე–ხურციძე

ამ პარტიაშიც გათამაშდა რაგოზინის დაცვა, სადაც ნინომ საკმაოდ სარისკო 12...e5სვლა ითამაშა. რომლის შემდეგაც პარტიამ დინამიური ხასიათი მიიღო. სერიოზული შეცდომა დაუშვა მერიმ, როდესაც არ ითამაშა 22დ6 საგრძნობი უპირატესობით, და საშუალება მისცა ნინოს დაებლოკა მხედრით დ5 პაიკი და წამოეწყო შეტევა მეფეზე. აღსანიშნავია ნინოს ბრწყინვალე 26...ლg7სვლა, ძლიერი პოზიციური გადაწყვეტილება. მიუხედავად ენდშპილში პაიკის ნაკლებობისა შავებს დიდი უპირატესობა დარჩათ უკეთესი ფიგურების და h4–ზე თეთრი მხედრის გათიშულობის გამო. ცაიტნოტში ესეთი მძიმე პოზიციის დაჭერა ძალზედ რთული იყო და მერიმაც ვერ გაართვა თავი.

ლომინეიშვილი–გვეტაძე

გათამაშდა ახალინდური დაცვა, რომელიც შემდგომ გადავიდა ბენონის ტიპის პოზიციების სტრუქტურაში, სადაც თეთრებს აშკარა პოზიციური უპირატესობა დარჩათ, რადგან შავებს ბენონისგან განსხვავებით ორთავე კუ ცუდ პოზიციაზე ჰყავდათ გამოყვანილი. შემდგომში პარტია ძალიან დინამიურად განვითარდა და პოზიციის დაძაბულობიდან გამომდინარე არც იყო გასაკვირი ორივე მხრიდან უზუსტობები. ბოლოს მაიას შეეძლო არ ეჩქარა ყაიმის დაფორსირება და ეთამაშა მოგებაზე, თუმცა ვთვლი რომ ყაიმი ამ პარტიაში კანონზომიერი შედეგია.

ვახანია–გავაშელი

თეთრებმა თავიდანვე თავი აარიდეს თეორიულ ვარიანტებს და შავები დაფაზე ვერ გაერკვენ შექმნილ უცხო პოზიციაში. საეჭვო იყო ანას 16...g5 სვლა, რომლის შემდეგაც ძალიან დასუსტდა თეთრი უჯრები. შემდგომში ალამ ეფექტური ეტლის შეწირვით დამაჯერებლად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე.

www.gcf.org.ge

0.114599